მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე: საკითხი მართლაც ძალიან რთული და კომპლექსურია. სირთულეს ყველაზე მეტად განაპირობებს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები არიან
მიხეილ სარჯველაძე: საკითხი მართლაც ძალიან რთული და კომპლექსურია. სირთულეს ყველაზე მეტად განაპირობებს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები არიან

იმედი|imedinews.ge

„საკითხი მართლაც ძალიან რთული და კომპლექსურია. სირთულეს ყველაზე მეტად განაპირობებს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები არიან. მე კარგად მესმის მათი ემოციები, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები შემგუებელი იმ პოლიტიკოსების ან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიმართ, რომლებიც სამედიცინო პროფესიის წარმომადგენლები არიან და პოლიტიკურად მოტივირებულ განცხადებებს აკეთებენ. ისინი ან განზრახ ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, ან, უბრალოდ, დილეტანტობასთან გვაქვს საქმე“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, არაეთიკური და ამორალურია, როდესაც ისეთ სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა მედიკამენტები, არასწორი შთაბეჭდილებები იქმნება.

„ეს არის ძალიან მძიმე რამ, რის უფლებასაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა აძლევდეს თავს ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ უნდა მიიღებოდეს მედიკამენტებზე გადაწყვეტილებები და მაინც უშვებს ასეთ რამეს“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მედიკამენტების შესაფასებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად, დღის წესრიგში არსებულ ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს. მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილებები მხოლოდ რაციონალურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა იქნას მიღებული.

„ყველა იმ სახელმწიფოს მსგავსად, სადაც ჯერ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება ამ მედიკამენტებიდან რომელი გამოიყენონ, საქართველოსაც უწევს დაელოდოს, ვიდრე ყველა კითხვის ნიშანი არ იქნება განეიტრალებული და ყველა პასუხი არ იქნება ნაპოვნი, რომელიც, რეალურად, მოგვცემს შესაძლებლობას და შექმნის საფუძველს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

ზუსტად ამას ისახავდა მიზნად ჩემი ბრიფინგიც, როდესაც მიზანშეწონილად ჩავთვალე, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ყველა მედიკამენტის შესახებ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თუ თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ ეს მედიკამენტები არის პანაცეა და გააჩნია განკურნების პოტენციალი, ბრიფინგის შემდეგ, დისკუსიას ეს საკითხი ჩამოსცილდა. შედეგად, კონცენტრირებულები გავხდით უფრო მეტად მედიკამენტებზე, მათ შეფასებებზე“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე: ამ პრეპარატებს ევროპის ავტორიზაცია არ აქვთ, მაგრამ მინიჭებული აქვთ აშშ-ის დაჩქარებული ავტორიზაცია. ეს დაჩქარებული წესი ნიშნავს, რომ უნდა გაგრძელდეს კვლევები - დაევალათ ცხოველებზე და ადამიანებზე კვლევა

მიხეილ სარჯველაძე: ჯივინოსტატთან დაკავშირებით, EMA-ს გაცემული აქვს პირობითი რეგისტრაცია

მიხეილ სარჯველაძე: ჯივინოსტატთან დაკავშირებით, EMA-ს გაცემული აქვს პირობითი რეგისტრაცია

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მსჯელობა საჭიროა არა ცხელ გულზე და არა ემოციებით, არამედ აუცილებელია პრაგმატული არგუმენტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ მედიკამენტზე შეგვიძლია ვთქვათ რა კონკრეტული საკითხებია განსახილველი

მიხეილ სარჯველაძე: ექიმებს, რომლებიც დადიან სამინისტროში, აქვთ თავიანთი რეპუტაცია და ასე მოხსენიება თითქოს ვინმე მათ რამეს კარნახობს, უბრალოდ, უპატივცემულობაა

მიხეილ სარჯველაძე: ექიმებს, რომლებიც დადიან სამინისტროში, აქვთ თავიანთი რეპუტაცია და ასე მოხსენიება თითქოს ვინმე მათ რამეს კარნახობს, უბრალოდ, უპატივცემულობაა

იმედი