მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებზე, რომლებზეც ვრცელდება რეფერენტული პოლიტიკა, სამართლიანი ფასებია უზრუნველყოფილი, სხვა შემთხვევაში გვხვდება არასწორი საფასო პოლიტიკის ფაქტები

მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებზე, რომლებზეც ვრცელდება რეფერენტული პოლიტიკა, სამართლიანი ფასებია უზრუნველყოფილი, სხვა შემთხვევაში გვხვდება არასწორი საფასო პოლიტიკის ფაქტები

იმედი|imedinews.ge

ფაქტია, რომ იმ მედიკამენტებზე, რომელზეც ვრცელდება რეფერენტული პოლიტიკა, უზრუნველყოფილია სამართლიანი ფასები. სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, გვხვდება არასწორი საფასო პოლიტიკის ფაქტები, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ არსებობს რეფერენტული ფასების გაფართოების საჭიროება.

„როდესაც ვსაუბრობთ თავისუფალ რეჟიმში მედიკამენტების მიმოქცევაზე, სამწუხაროდ, შესაძლოა გარკვეულ არასწორ საფასო პოლიტიკას ვადევნებდეთ თვალს. ამას სჭირდება სამართლიანი რეგულირება, რაც გულისხმობს იმას, რომ მედიკამენტები პაციენტებს მიეწოდებოდეთ ოპტიმალურ, სამართლიან ფასად და მეორე მხრივ, ბიზნესისთვისაც იყოს შესაძლებელი მოგების მიღება.

თუმცა, აქ პრობლემების ჩამონათვალი არ მთავრდება. სამწუხაროდ, კვლავ გვხვდება კომერციული გავლენით მედიკამენტების დეფიციტის შექმნის ფაქტები. ამ კუთხით აქტიური რეგულირება დაგვჭირდება და აუცილებელია პრევენციული ზომების გატარება, რათა არსებობდეს მკაფიო ვალდებულება - პაციენტებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ყველა საჭირო მედიკამენტზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა და ამავდროულად, შენარჩუნდეს სამართლიანი ფასი. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის რეგულირება სამართლიანია, რადგან ის პაციენტებს იცავს გაზრდილი, ჭარბი ფასებისგან. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და ვფიქრობ, მის საპირისპიროდ რაიმე წონადი და მნიშვნელოვანი არგუმენტი ობიექტურად არ მოიპოვება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია