მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში ალან პერსელთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალან პერსელს განათლებისა და მეცნიერების სფეროების განვითარების მხარდაჭერისთვის და საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობის გაფართოების მნიშვნელობაზე, რაც ტექნოლოგიებისა და აგრარული მეცნიერებების მიმართულებით ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას გულისხმობს.

საუბარი შეეხო აშშ-ის საელჩოს ინიციატივის - „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის‘‘ (University Capacity Building Program) გაგრძელების მნიშვნელობას, როგორც ინსტიტუციური გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები დასახეს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარკო რუბიო: ჩვენ გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის

მარკო რუბიო: ჩვენ გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის

იმედი

სვიმონ ჯანგულაშვილი: ჩვენ ვნახეთ ბოლო წლებში ამ ადამიანობა დაკარგული პატარა დაჯგუფების მიერ საშინელი შეტევა პატრიარქზე, რამაც მისი ჯანმრთელობა გატეხა. ის ლოცულობდა მათთვის, ითმენდა, ხმა არ ამოუღია

თამარ ცაგარეიშვილი: იმედი მაქვს, რომ ის ახალგაზრდები, ბავშვები, რომლებიც ახლა მოდიან, პატრიარქის ნანატრ საქართველოს ააშენებენ

თამარ ცაგარეიშვილი: იმედი მაქვს, რომ ის ახალგაზრდები, ბავშვები, რომლებიც ახლა მოდიან, პატრიარქის ნანატრ საქართველოს ააშენებენ

იმედი

რუბიო: ნატო არის ალიანსი, ალიანსი კი ნიშნავს, რომ ის ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს - ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა

რუბიო: ნატო არის ალიანსი, ალიანსი კი ნიშნავს, რომ ის ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს - ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა

იმედი