მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე: კომერციულ ინტერესს, რომელიც შეუთავსებელ კონფლიქტში ექცევა პაციენტების ინტერესთან, გასაქანი არ უნდა მიეცეს
მიხეილ სარჯველაძე: კომერციულ ინტერესს, რომელიც შეუთავსებელ კონფლიქტში ექცევა პაციენტების ინტერესთან, გასაქანი არ უნდა მიეცეს

მიხეილ სარჯველაძე: კომერციულ ინტერესს, რომელიც შეუთავსებელ კონფლიქტში ექცევა პაციენტების ინტერესთან, გასაქანი არ უნდა მიეცეს

იმედი|imedinews.ge

კომერციულ ინტერესს, რომელიც შეუთავსებელ კონფლიქტში ექცევა პაციენტების ინტერესთან, გასაქანი არ უნდა მიეცეს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„სამწუხაროდ, კონკურენცია თავისთავად ვერ უზრუნველყოფდა, სამართლიანი ფასების შენარჩუნებას. სექტორს მუდმივად სჭირდება თვალყურის დევნება და ამის დასტურია, კონკურენციის სააგენტოს ბოლო წლებში განხორციელებული რამდენიმე მოკვლევა, სადაც გამოვლინდა, საკმაოდ მწვავე პრობლემები, დაწყებული არაკეთილსინდისიერი მარკეტინგით და დამთავრებული არასწორი საფასო პოლიტიკით. ამ ყველაფერს პერმანენტული დაკვირვება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, რათა მოხდეს პრევენცია კარტელური გარიგებებისა თუ პოლიფარმაციასთან დაკავშირებული საკითხების“, - განაცხადა მიხელ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიფარმაცია გლობალური, მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა. წამლის მწარმოებლები, იმპორტიორები თუ დისტრიბუტორები კი შესაძლოა სხვადასხვა ხერხებს მიმართავდნენ პრეპარატების რეალიზაციისთვის.

„გამოიყენება მექანიზმები, როგორიცაა მედიკამენტების შედეგებთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა, არასაჭირო რაოდენობის წამლის გამოწერა და ა.შ.

ამას სჭირდება არა უბრალოდ ეთიკის ამარა დატოვება, არამედ სამართლებრივი ჩარჩო და სამართლებრივი შეზღუდვები, რომლებიც მაქსიმალურად დააზღვევს პაციენტს ჭარბი, არასაჭირო, ზედმეტი, ხშირ შემთხვევაში მავნებელი რაოდენობით მედიკამენტების დანიშვნისგან. ბუნებრივია, რომ ასეთ კომერციულ ინტერესს, რომელიც შეუთავსებელ კონფლიქტში ექცევა პაციენტების ინტერესთან გასაქანი არ უნდა მიეცეს. აღნიშნულს პერმანენტულად ვაკვირდებით და რელევანტურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ“ , - განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „მუდისი” 2026 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „მუდისი” 2026 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გაიზრდება თუ არა იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს - დროებითი საპარლამენტო კომისია ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.„ქრონიკის“ სიუჟეტი

გაიზრდება თუ არა იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს - დროებითი საპარლამენტო კომისია ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.„ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

თემურ ალასანია ქართველების წინააღმდეგ - სააკაშვილის ბიძა ერს ისევ შეურაცხყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თემურ ალასანია ქართველების წინააღმდეგ - სააკაშვილის ბიძა ერს ისევ შეურაცხყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

CNN: ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა

CNN: ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა

იმედი