მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა
CNN: ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა

CNN: ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა

იმედი|imedinews.ge

რეგიონული ხელისუფლებების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე მომზადებული CNN-ის სტატისტიკის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

ირანი: 28 თებერვლიდან მოყოლებული, ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 1,900 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ პარასკევს ირანის „წითელმა ნახევარმთვარემ“ განაცხადა. 16 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კონფლიქტდს „ასობით ირანელი სამოქალაქო პირი“, მათ შორის 200-ზე მეტი ბავშვი, ემსხვერპლა.

ლიბანი: 2 მარტიდან მოყოლებული, ლიბანში ისრაელის იერიშების შედეგად, სულ მცირე, 1,247 ადამიანი დაიღუპა - ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელ განახლებულ მონაცემებში. სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის, სულ მცირე, 124 ბავშვია.

ერაყი: ომის დაწყებიდან მოყოლებული, მთელი ერაყის მასშტაბით, სულ მცირე, 101 ადამიანი დაიღუპა - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა. ნახევრად ავტონომიურ ქურთისტანის რეგიონში, რეგიონული მთავრობის მონაცემებით, სულ მცირე 13 ადამიანია დაღუპული.

ისრაელი: კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, უშუალოდ ისრაელის ტერიტორიაზე დაახლოებით 19 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ისრაელის სამხედროების ცნობით, სამხრეთ ლიბანში ასევე დაიღუპა ექვსი ისრაელელი ჯარისკაცი.

აშშ: ერთი თვის წინ ირანთან ომის დაწყებიდან მოყოლებული, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების 13 წევრი დაიღუპა - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, რეგიონის სხვა ქვეყნებშიც ათობით ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლებების მონაცემებით, 28 თებერვლის შემდეგ კონფლიქტით გამოწვეული მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარში, ქუვეითში, ომანში, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში.

აღსანიშნავია, რომ CNN-ს არ აქვს შესაძლებლობა, ეს მონაცემები დამოუკიდებლად გადაამოწმოს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი

პროკურატურამ ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი

POLITICO: ზელენსკი ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში დახმარებას სთავაზობს

POLITICO: ზელენსკი ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში დახმარებას სთავაზობს

იმედი

თამთა მეგრელიშვილი: ნაძირალა ელისაშვილმა ზუსტად იგივე ტერორისტული აქტის ჩადენა მაისის თვეში სცადა, არ გამოუვიდა და შემდეგ ნოემბერში გაიმეორა - ეს სერიული ტერორისტი

თამთა მეგრელიშვილი: ნაძირალა ელისაშვილმა ზუსტად იგივე ტერორისტული აქტის ჩადენა მაისის თვეში სცადა, არ გამოუვიდა და შემდეგ ნოემბერში გაიმეორა - ეს სერიული ტერორისტი

იმედი