ზელენსკი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, უკრაინა რაკეტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება

ზელენსკი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, უკრაინა რაკეტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა შიში, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო უკრაინა რაკეტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

BBC-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, ვლადიმირ პუტინს ახლო აღმოსავლეთში „ხანგრძლივი ომი“ სურს.

„პუტინისთვის ირანში ხანგრძლივი ომი ხელსაყრელია“, - განუცხადა ზელენსკიმ BBC-ს. „ენერგორესურსების ფასებთან ერთად, ეს ნიშნავს აშშ-ის რეზერვების გამოლევას და საჰაერო თავდაცვის სისტემების მწარმოებლების რესურსების ამოწურვას. შესაბამისად, ჩვენც რესურსების დეფიციტი გვიჩნდება“.

მან აღნიშნა, რომ აშშ თვეში 60-დან 65-მდე რაკეტას აწარმოებს, ხოლო ირანში ომის პირველ დღეს 803 რაკეტა იყო გამოყენებული.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია