
The Washington Post: ბაზაზე, სადაც რუბიო და ჰეგსეტი ცხოვრობენ, უცნობი დრონები დააფიქსირეს
ვაშინგტონში მდებარე ფორტ ლესლი მაკნეირის სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ცხოვრობენ, უცნობი უპილოტო საფრენი აპარატები დააფიქსირეს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ერთ-ერთ ღამეს ბაზის თავზე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს. ამის გამო თეთრ სახლში საგანგებო თათბირი ჩატარდა, რათა დრონებზე რეაგირების გზები განეხილათ.
აღსანიშნავია, რომ დრონები მას შემდეგ დააფიქსირეს, რაც ირანთან ომის გამო აშშ-მა უცხოეთში განლაგებული დიპლომატიური მისიებისთვის უსაფრთხოების გლობალური განგაში გამოაცხადა.
ინციდენტის გამო აშშ-ის ხელისუფლება რუბიოსა და ჰეგსეტის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს, მაგრამ ჯერჯერობით ისინი ბაზაზე რჩებიან.
იმედი
წყარო: imedinews.ge