
კაია კალასი ირანში მიმდინარე ომზე: ჩვენ გვჭირდება ომიდან გამოსვლა და არა ესკალაცია
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, საჭიროა ირანის ომიდან გამოსვლის გზების ძებნა და არა ესკალაცია.
ესკალაციისა და ქაოსის ნათელ მაგალითად მან გასულ ღამეს ირანის მიერ კატარის თხევადი გაზის საწარმოს დაბომბვა მოიყვანა.
„ირანის თავდასხმები კატარის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ქაოსს ქმნის. ნათელია, რომ ჩვენ ომიდან გამოსვლა გვჭირდება და არა ესკალაცია. ამიტომაც დიპლომატიურ ძალისხმევას მივმართავ ირანთან დაკავშირებით, რათა საკითხის გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტები ვიპოვოთ“, - თქვა კალასმა.
მისი განცხადებით, ევროკავშირი აგრეთვე მოლაპარაკებებს აწარმოებს გაეროსთან, რათა ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად გზები იპოვოს. მისი თქმით, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა დიდ პრობლემებს უქმნის აფრიკასა და აზიას, რადგან გარდა გაზისა და ნავთობისა საკვების მიწოდებაც ვერ ხერხდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge