
„ცაჰალი“ ირანის მხრიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების შესახებ იტყობინება
იმედი|imedinews.ge
ირანმა ცოტა ხნის წინ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
„ცაჰალის“ ცნობით, ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ამ წუთებში რაკეტების მოგერიებაზე მუშაობს.
ისრაელის არმიის ზურგის სარდლობამ მოსახლეობას ტელეფონზე მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რათა ადამიანებმა დროულად შეძლონ თავშესაფარში ჩასვლა. ზურგის სარდლობა ხალხს მოუწოდებს დაემორჩილოს მათ მიერ გამოცემულ მითითებებს.
თავშესაფრის დატოვება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც შესაბამისი ბრძანება გავრცელდება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge