ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ირანთან მოლაპარაკებები სურს, თუმცა ხელისუფლებაში არავინ დარჩა, ვისთანაც დიალოგის გამართვა იქნებოდა შესაძლებელი

ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ირანთან მოლაპარაკებები სურს, თუმცა ხელისუფლებაში არავინ დარჩა, ვისთანაც დიალოგის გამართვა იქნებოდა შესაძლებელი

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს თეირანთან მოლაპარაკებების გამართვა სურს, თუმცა ირანის ხელისუფლებაში არავინ დარჩა, ვისთანაც დიალოგის გამართვა იქნებოდა შესაძლებელი.

თეთრ სახლში ამერიკელ სამხედროებთან გამართული შეხვედრის დროს ტრამპმა ჩამოთვალა ირანში მდებარე ყველა ის სამხედრო ობიექტი, რომლის განადგურებაც ამერიკელებმა მიმდინარე საომარი კამპანიის დროს შეძლეს. კერძოდ, სამხედრო-საზღვაო ძალები, სამხედრო-საჰაერო ძალები, რადიოლოკაციური სადგურები. ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ყველა ირანელი ლიდერი განადგურებულია.

„ახლა იქ ლიდერობა არავის სურს. ჩვენ გვსურს მათ დაველაპარაკოთ, მაგრამ არავინ დარჩა. ჩვენ ეს მოგვწონს“, - თქვა ტრამპმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია