უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე აშშ-ში ჩავიდა

უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე აშშ-ში ჩავიდა

იმედი|imedinews.ge

უკრაინული დელეგაცია ომის დასრულების საკითხებზე ამერიკულ მხარესთან სამსჯელოდ მაიამიში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი, მისი მოადგილე, სერგეი კისლიცა და საპარლამენტო მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია.

ამერიკული მხარე მოლაპარაკებებში წარმოდგენილი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლით, სტივ უიტკოფით და ბიზნესმენით, დონალდ ტრამპის სიძით, ჯარედ კუშნერით.

როგორც უკრაინული მედია წერს, რუსული მხარე მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია