მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სტივ უიტკოფი: დღეს ფლორიდაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა კონსტრუქციული შეხვედრები გამართეს. განხილვები ფოკუსირებული იყო დარჩენილი საკითხების დავიწროებასა და მოგვარებაზე, რათა ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას მივუახლოვდეთ
სტივ უიტკოფი: დღეს ფლორიდაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა კონსტრუქციული შეხვედრები გამართეს. განხილვები ფოკუსირებული იყო დარჩენილი საკითხების დავიწროებასა და მოგვარებაზე, რათა ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას მივუახლოვდეთ

იმედი|imedinews.ge

დღეს ფლორიდაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა კონსტრუქციული შეხვედრები გამართეს მიმდინარე შუამავლობის ძალისხმევის ფარგლებში, რომლის დროსაც განხილვები ფოკუსირებული იყო დარჩენილი საკითხების დავიწროებასა და მოგვარებაზე, რათა ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას მივუახლოვდეთ, - წერს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სოციალურ ქსელში.

უიტკოფი აღნიშნავს, რომ მათი ფოკუსი ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხების მოგვარებაზე იყო კონცენტრირებული.

„ამერიკის დელეგაციაში შედიოდნენ სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი, თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუნბაუმი და სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი კრის კურანი. ჩვენ მივესალმებით გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად მუდმივ ჩართულობას, ვაღიარებთ მის მნიშვნელობას უფრო ფართო გლობალური სტაბილურობისთვის და მადლობას ვუხდით აშშ-ის პრეზიდენტს წინსვლის მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის“, - წერს სტივ უიტკოფი.

შეხვედრის შესახებ განცხადება გააკეთა უკრაინულმა მხარემაც.

„ჩვენ გავაგრძელეთ ძირითადი საკითხების და მოლაპარაკებების პროცესში შემდგომი ნაბიჯების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკული შედეგების მისაღწევად მიდგომების ჰარმონიზაციას. შეხვედრის პირველი დღის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ანგარიში წარვუდგინეთ. მადლობას ვუხდით შეერთებულ შტატებს ჩართულობისა და თანმიმდევრული მუშაობისთვის. ჩვენ ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ილია მეორის პატივსაცემად, სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე კორიდორია მოწყობილი

ილია მეორის პატივსაცემად, სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე კორიდორია მოწყობილი

იმედი

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოში ჩამოვიდა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოში ჩამოვიდა

იმედი

ისრაელში ირანის დარტყმების შედეგად 150 ადამიანზე მეტი დაშავდა

ისრაელში ირანის დარტყმების შედეგად 150 ადამიანზე მეტი დაშავდა

იმედი

სამების საკათედრო ტაძართან პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მისული მოქალაქეების კვლავ უწყვეტი ნაკადია

სამების საკათედრო ტაძართან პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მისული მოქალაქეების კვლავ უწყვეტი ნაკადია

იმედი