ტრამპი: ვფიქრობ, ნატო ძალიან სულელურ შეცდომას უშვებს

ტრამპი: ვფიქრობ, ნატო ძალიან სულელურ შეცდომას უშვებს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, საპასუხო მხარდაჭერა არასაკმარისია.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ნატოს მოკავშირეები ირანის მიმართ ამერიკის ქმედებებს იწონებდნენ, თუმცა რეალური დახმარებისგან თავს იკავებენ.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდი და ჩვენი ნატოელი მოკავშირეები ძალიან უჭერდნენ მხარს იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ... მაგრამ მათ არ სურთ [დახმარება], მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ ასე ძალიან ვეხმარებით... მათ არ სურთ ჩვენი დახმარება... ვფიქრობ, ნატო ძალიან სულელურ შეცდომას უშვებს“, - აღნიშნა ტრამპმა.

TWITTER POST
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია