
თეთრი სახლის სპიკერი: ჯერ ნაადრევია იმის თქმა, კმაყოფილია თუ არა ადმინისტრაცია ირანის ახალი ხელმძღვანელობით
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ „ჯერ ნაადრევია იმის თქმა“, კმაყოფილია თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია ირანის ახალი ხელმძღვანელობით.
მას შემდეგ, რაც ტრამპის სამშაბათის განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა - სადაც მან აღნიშნა, რომ ადმინისტრაციამ ირანში „რეჟიმის ცვლილებას მიაღწია“ - ლევიტმა დღევანდელ პრესბრიფინგზე პრეზიდენტის სიტყვები დაიცვა.
„მათი მთელი ხელმძღვანელობა განადგურებულია და ე.წ. ახალი ლიდერი რეალურად არავის უნახავს და არც მისგან სმენიათ რამე ლეგიტიმური“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს. „ხელმძღვანელობა შეიცვალა - ვგულისხმობ რეჟიმის ხელმძღვანელობას, სწორედ ეს თქვა პრეზიდენტმა“.
მაგრამ კითხვაზე, იყო თუ არა ადმინისტრაცია კმაყოფილი ირანის ახალი ლიდერებით, მან უპასუხა, რომ „ჯერ ნაადრევია იმის თქმა“.
იმედი
წყარო: imedinews.ge