მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ისრაელური მედია: ტრამპმა უარყო ნეთანიაჰუს წინადადება ირანში აჯანყებისკენ ერთობლივი მოწოდების შესახებ
ისრაელური მედია: ტრამპმა უარყო ნეთანიაჰუს წინადადება ირანში აჯანყებისკენ ერთობლივი მოწოდების შესახებ

ისრაელური მედია: ტრამპმა უარყო ნეთანიაჰუს წინადადება ირანში აჯანყებისკენ ერთობლივი მოწოდების შესახებ

იმედი|imedinews.ge

დონალდ ტრამპმა გასულ კვირას უარყო ბენიამინ ნეთანიაჰუს წინადადება, რომელიც ირანელი ხალხისთვის ქუჩაში გამოსვლისა და რეჟიმის დამხობისკენ ერთობლივ მოწოდებას გულისხმობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური ტელეარხი Channel 12 ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და დეტალებში ჩახედულ ისრაელურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების მტკიცებით, დისკუსია გასულ სამშაბათს შედგა, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის მაღალჩინოსნების ლიკვიდაცია განახორციელა. საუბარია ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანზე, ალი ლარიჯანისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ბასიჯის“ ძალების ყოფილ ხელმძღვანელზე, ღოლამრეზა სოლეიმანიზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ ტრამპს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ირანის რეჟიმი „ქაოსის მდგომარეობაშია“. ის ამტკიცებდა, რომ ერთობლივი მოწოდების გაკეთებით ახლა სწორედ ის მომენტი იყო, როდესაც რეჟიმის კიდევ უფრო მეტად დესტაბილიზაცია შეიძლებოდა.

თუმცა, ტრამპმა გამოთქვა შეშფოთება, რომ მსგავს მოწოდებას შესაძლოა მასობრივი სისხლისღვრა მოჰყოლოდა, რადგან „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“, სავარაუდოდ, მომიტინგეებს დაარბევდა - ამის შესახებ Channel 12-ს ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

ამის ნაცვლად, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მოვლენებს მომდევნო დღეს ხელახლა შეაფასებდნენ. მათ გადაწყვიტეს, რომ თუ მნიშვნელოვანი საპროტესტო ტალღა აგორდებოდა, ერთობლივ მოწოდებას გააკეთებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, მასობრივი დემონსტრაციები არ შედგა.

შესაბამისად, ისრაელისა და ამერიკის ოფიციალურმა პირებმა დაასკვნეს, რომ ირანელი ხალხი კვლავაც ძლიერ შეშინებულია ქუჩაში გამოსასვლელად მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში რეჟიმმა პროტესტი სისხლში ჩაახშო.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Wall Street Journal: აშშ-მა და ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე სამიზნეების სიიდან დროებით ამოიღეს

The Wall Street Journal: აშშ-მა და ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე სამიზნეების სიიდან დროებით ამოიღეს

იმედი

CNN: ახალი გამოკითხვების თანახმად, აშშ-ში ირანში მიმდინარე ომის მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილება მაღალია

CNN: ახალი გამოკითხვების თანახმად, აშშ-ში ირანში მიმდინარე ომის მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილება მაღალია

იმედი

პრემიერი:ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს - ასეთი უხეში გადაცდომები გვეხმარება საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია

პრემიერი: იყო არაერთი კომუნიკაცია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ შესაძლებელი გახდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სა და საქართველოს შორის

პრემიერი: იყო არაერთი კომუნიკაცია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ შესაძლებელი გახდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სა და საქართველოს შორის

იმედი