
Reuters: სტარმერმა რუსული გემების დაკავების ბრძანება გასცა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შემავალი რუსული გემების დაკავება უბრძანა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საუბარია იმ გემებზე, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ და ამით რუსეთის ბიუჯეტს დამატებითი შემოსავლებით ავსებენ.
სტარმერის განცხადებით, მან რუსული გემების დაკავების ბრძანება გასცა იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხელებს იფშვნეტს, რადგან ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის გამო ნავთობის ფასი გაიზარდა.
„ამიტომ, ჩვენ უფრო აქტიურად ვებრძვით მის „ჩრდილოვან ფლოტს“ არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ იმისთვისაც, რომ პუტინის სამხედრო მანქანა, რითაც ის უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსულ კამპანიას აწარმოებს, ბინძური შემოსავლების გარეშე დარჩეს“, - ციტირებს Reuters-ი სტარმერს.
იმედი
წყარო: imedinews.ge