მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიზნობრივი მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს
მიზნობრივი მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს

მიზნობრივი მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლები საირიგაციო წყლის მიწოდების საფასურის სუბსიდირების სქემაში ჩაერთო.

ინიციატივის მიზანია ადგილობრივი ფერმერებისთვის ფინანსური ტვირთის მაქსიმალურად შემცირება, აგრარული საქმიანობის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სტაბილური პირობების შექმნა იმ რეგიონებში, სადაც ეკონომიკური საქმიანობა დამატებით სირთულეებს უკავშირდება.

„საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებულ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს აწყდება, რის გამოც მნიშვნელოვანია მათი მიზნობრივი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს გაწეული მომსახურების საფასური სრულად დაუსუბსიდირდებათ. გარდა ამისა, ადგილობრივ ფერმერებს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანებაც გაუნულდებათ“, - განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.

სუბსიდიით სარგებლობისთვის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა ფერმერებმა, წყალსარგებლობის განრიგის შესათანხმებლად, დროულად უნდა მიმართონ „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-მა მოიპოვა უკრაინის მთავრობის შეტყობინებები, სადაც განიხილებოდა გეგმა ბაიდენის ხელახალი არჩევისთვის თანხების გადარიცხვის შესახებ - სტატიას ამ თემაზე დონალდ ტრამპიც აზიარებს

აშშ-მა მოიპოვა უკრაინის მთავრობის შეტყობინებები, სადაც განიხილებოდა გეგმა ბაიდენის ხელახალი არჩევისთვის თანხების გადარიცხვის შესახებ - სტატიას ამ თემაზე დონალდ ტრამპიც აზიარებს

იმედი

გიგლა თამაზაშვილი: გადასახდელი თანხის დაახლოებით 80%-ს სახელმწიფო ფარავს

გიგლა თამაზაშვილი: გადასახდელი თანხის დაახლოებით 80%-ს სახელმწიფო ფარავს

იმედი

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს, განიხილეს და პირველი მოსმენით მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს, განიხილეს და პირველი მოსმენით მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი

იმედი

ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

იმედი