
კაია კალასი უკრაინაზე აშშ-ის მხრიდან ზეწოლის შესახებ: ეს არასწორი მიდგომაა
ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, კაია კალასმა შეშფოთება გამოხატა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვითაც აშშ უკრაინაზე ზეწოლას ახდენს და უსაფრთხოების გარანტიებს დონბასის ტერიტორიიდან გამოსვლის მზადყოფნას უკავშირებს.
კალასმა აღნიშნა, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან ცდილობს იმის მიღწევას, რაც ბრძოლის ველზე ვერ მიიღო, ეს კი მოსკოვისთვის დამახასიათებელი ტაქტიკაა.
ამავდროულად, მისი თქმით, უკრაინის მოკავშირეები ამ მიდგომას არ უნდა მიჰყვნენ.
„ეს აშკარად არასწორი მიდგომაა. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის მოლაპარაკებების ტაქტიკაა - ისინი ითხოვენ იმას, რაც არასდროს ეკუთვნოდათ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ასევე აღვნიშნავთ, რომ ეს არის ხაფანგი, რომელშიც არ უნდა გავებათ“, - განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად დათმობები რუსეთს უნდა მოეთხოვოს და არა უკრაინას.
„ჩვენ გვჭირდება მკაფიო დათმობები რუსეთის მხრიდან. ამიტომ, თუ ჩვენ ამერიკელებთან ერთად რუსეთზე ზეწოლას მოვახდენთ, შევძლებთ ამ ომის დასრულებას და გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას“, - განაცხადა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge