ტრამპი: როდესაც მოვისმინე, როგორ თქვა გერმანიის მეთაურმა ირანზე - „ეს ჩვენი ომი არ არის“, მე ვთქვი - მაშინ არც უკრაინაა ჩვენი ომი

ტრამპი: როდესაც მოვისმინე, როგორ თქვა გერმანიის მეთაურმა ირანზე - „ეს ჩვენი ომი არ არის“, მე ვთქვი - მაშინ არც უკრაინაა ჩვენი ომი

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიის ლიდერები ირანის ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი კომენტარები „შეუფერებელია“ იმის გათვალისწინებით, რომ აშშ უკრაინის კონფლიქტში მოკავშირეებს მხარს უჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

უკრაინაზე საუბრისას ტრამპმა განაცხადა: „ვფიქრობ, იქ სიტუაცია ცოტათი მშვიდდება. მგონია, რომ გვაქვს შანსი ყველაფერი მოვაგვაროთ, თუმცა... ეს ჩვენზე, ათასობით მილის დაშორებით, გავლენას არ ახდენს“.

„სწორედ ამიტომ, როდესაც მოვისმინე, როგორ თქვა გერმანიის მეთაურმა ირანზე - „ეს ჩვენი ომი არ არის“, მე ვთქვი - მაშინ არც უკრაინაა ჩვენი ომი. ჩვენ დავეხმარეთ, მაგრამ უკრაინა ჩვენი ომი არ არის. ვფიქრობ, ეს ძალიან უადგილო განცხადება იყო, მაგრამ მან ეს მაინც თქვა. ამას უკან ვერ წაიღებ. ის ასე ფიქრობდა“, - განაცხადა ტრამპმა.

ეს განცხადება მოჰყვა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პრესსპიკერის მიერ გასულ კვირას ირანის კონფლიქტზე გაკეთებულ კომენტარს: „ამ ომს ნატოსთან საერთო არაფერი აქვს. ეს არ არის ნატოს ომი“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია