მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი: ბრიტანული სამხედრო ხომალდები ამერიკულ ხომალდებთან შედარებით სათამაშოებია
ტრამპი: ბრიტანული სამხედრო ხომალდები ამერიკულ ხომალდებთან შედარებით სათამაშოებია

ტრამპი: ბრიტანული სამხედრო ხომალდები ამერიკულ ხომალდებთან შედარებით სათამაშოებია

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკვეთრი განცხადებები გააკეთა დიდი ბრიტანეთისა და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მხარდაჭერაზე ახლო აღმოსავლეთში.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ირანის მიერ დიეგო-გარსიას სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე. ტრამპის თქმით, თეირანმა გამოიყენა ბალისტიკური რაკეტა, რომლის არსებობასაც არავინ ელოდა.

„მათ დაარტყეს ახლა უკვე ცნობილ კუნძულს, რომლის გადმოცემისაც დიდ ბრიტანეთს ძალიან ეშინოდა, რადგან არ სურდათ ომში ჩათრევა. თუმცა, არც ჩვენ გვსურს მათ ომებში ჩათრევა“, - აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტმა განსაკუთრებული კრიტიკით მიმართა გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალებს:

სამი კვირის წინ ბრიტანეთმა გვითხრა, რომ გამოგვიგზავნიდნენ თავიანთ ავიამზიდებს, რომლებიც, სხვათა შორის, არც ისე კარგია. ჩვენს ხომალდებთან შედარებით, ისინი უბრალოდ სათამაშოებია.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოხატა იმედგაცრუება ნატოს მიმართ და ალიანსის ზოგიერთი წევრი ქვეყნის პოზიცია შეაფასა:

ზოგიერთმა ქვეყანამ გააკეთა განცხადება, რომ მათ ჩართვა მაშინ სურთ, როცა ომი დასრულდება. არა - თქვენ მაშინ უნდა ჩაერთოთ, როცა ომი იწყება.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Brussels Signal: ალიანსი, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში ყოყმანობს, რეალური შემაკავებელი ძალა ვერ იქნება - ეს უფრო მოჩვენებას ჰგავს

Brussels Signal: ალიანსი, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში ყოყმანობს, რეალური შემაკავებელი ძალა ვერ იქნება - ეს უფრო მოჩვენებას ჰგავს

იმედი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისრაელთან შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისრაელთან შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო

იმედი

საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი შეერთებულ შტატებში დასრულებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი შეერთებულ შტატებში დასრულებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

მმართველი გუნდი ელჩების მხრიდან ელენე ხოშტარიას გამართლებაში მართლმსაჯულებაში ჩარევის მორიგ მცდელობას ხედავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდი ელჩების მხრიდან ელენე ხოშტარიას გამართლებაში მართლმსაჯულებაში ჩარევის მორიგ მცდელობას ხედავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი