
The Wall Street Journal: ირანს აშშ-თვის არ უთხოვია ენერგეტიკაზე დარტყმები 10 დღით გადაედო
ირანის ხელისუფლებას აშშ-სთვის არ უთხოვია ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები 10 დღით გადაედო, როგორც ეს მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას The Wall Street Jorunal-ი ავრცელებს.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვას კიდევ 10 დღით, 6 აპრილამდე გადადებს. ის აცხადებდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.
თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ირანსა და აშშ-ის მოლაპარაკებებში ჩართულმა შუამავლებმა თქვეს, რომ ირანელები დარტყმების შეჩერებას არ სთხოვდნენ.
გარდა ამისა, შუამავლების თქმით, ირანს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ 15-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებაზე პასუხი არ გაუცია.
ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი მოლაპარაკებებში დაინტერესებულნი არიან, თუმცა ქვეყნის ხელმძღვანელობას თავისი აზრი ჯერ არ გამოუთქვამს და საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
შუამავლები აღნიშნავენ, რომ ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ აშშ-მა 15-პუნქტიან გეგმაში გაწერილი მოთხოვნები შეარბილოს, სანამ ისინი თანხმობას განაცხადებენ და შეხვედრას გამართავენ.
თეირანში აგრეთვე გამორიცხეს ირანის სარაკეტო პროგრამის განხილვა მოლაპარაკებებზე. მათ აგრეთვე არ სურთ აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ ურანს არასდროს გაამდიდრებენ, წერს გამოცემა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შანსები მცირე რჩება, რადგან ირანი და აშშ მაქსიმალურ მოთხოვნებს აყენებენ, რაც არცერთი მხარისთვის მისაღები არ არის.
იმედი
წყარო: imedinews.ge