
ორბანი ლატვიის პრემიერს ურჩევს მასზე თავდასხმის ნაცვლად, ზელენსკის მოსთხოვოს უნგრეთისთვის დაწესებული ნავთობის ბლოკადა მოხსნას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უსამართლო უწოდა ლატვიის პრემიერის, ევიკა სილინიას განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სესხის ბუდაპეშტის მხრიდან დაბლოკვა შანტაჟად შეაფასა და უნგრეთს ევროკავშირის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა.
უნგრეთის პრემიერმა ლატვიელ კოლეგას ურჩია მასზე თავდასხმის ნაცვლად, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოსთხოვოს უნგრეთისთვის დაწესებული ნავთობის ბლოკადის მოხსნა.
ორბანის თქმით, უნგრელებისთვის გაუგებარია, რატომ დგას ნატოს მოკავშირე და ევროკავშირის წევრი ლატვია არა უნგრეთის, არამედ უკრაინის გვერდით.
„ჩემზე თავდასხმის ნაცვლად, სჯობს პრეზიდენტ ზელენსკის კარზე დააკაკუნოთ და მოუწოდოთ აღადგინოს კანონიერი პირობები და უნგრეთს სანავთობო ბლოკადა მოუხსნას. ჩვენ, უნგრელებს გვიჭირს გავიგოთ, რატომ დგას ნატოს მოკავშირე და ევროკავშირის წევრი ლატვია არა უნგრეთის, არამედ უკრაინის გვერდით, რომელიც არღვევს საკუთარ ვალდებულებებს. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული მცდარი და უსამართლო პოლიტიკური პოზიცია ლოიალური თანამშრომლობის სულისკვეთების შეიცვლება“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში.
Dear Prime Minister @EvikaSilina, You are mistaken. Hungary is acting in accordance with the EU agreement concluded in December 2025. We agreed to this arrangement because, at that time, Ukraine was still complying with its obligations under the Association Agreement with the… https://t.co/TyUcdyq3p5 — Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) March 27, 2026
იმედი
წყარო: imedinews.ge