
ფინეთის პრეზიდენტი: ირანში მიმდინარე ომი უკრაინას სასიცოცხლო ჟანგბადს აცლის
იმედი|imedinews.ge
ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთელი ყურადღება ახლა ირანს ეთმობა.
როგორც ალექსანდრ სტუბმა POLITICO-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ირანში მიმდინარე ომი უკრაინას სასიცოცხლო ჟანგბადს აცლის.
„გასაგები მიზეზების გამო ომი ირანში უკრაინას სასიცოცხლო ჟანგბადს აცლის. ჩემი აზრით, ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერებულია“, - თქვა სტუბმა და იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი შეასრულებს პირობას და უკრაინაში ომს დაასრულებს.
ინტერვიუში სტუბმა მოკავშირეების მიერ სპარსეთის ყურეში ამერიკის დახმარებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ევროპელები ამ ომში არ უნდა ჩაერიონ. ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ირანის ომი მას არ ეხება, ხოლო უკრაინა კი მისი ომია.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge