
ცნობილი პირების წინააღმდეგ თურქეთში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჰანდე ერჩელმა სასამართლოს ჩვენება მისცა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტში თმისა და სისხლის ნიმუშები ჩააბარა
სტამბოლის გენერალური პროკურატურის მიერ ცნობილი პირების მიმართ წარმოებული ნარკოტიკების საქმის გამოძიების ფარგლებში მსახიობი ჰანდე ერჩელი სასამართლოში ჩვენების მისაცემად მივიდა. ინფორმაციას თურქული გამოცემა evrensel ავრცელებს.
გამოძიების ფარგლებში, ჰანდე ერჩელზე დაკავების ორდერი გაიცა, რის შემდეგაც მსახიობი სტამბოლში დაბრუნდა. ქვეყანაში ჩასვლისთანავე ერჩელი სასამართლოში ჩვენების მისაცემად მივიდა, ხოლო ჩვენების პროცედურების დასრულების შემდეგ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტში თმისა და სისხლის ნიმუშები ჩააბარა.
ამავე გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილები - კორაი სერენლი, მუსტაფა თარი, ონურ თალაი და სეზგინ ქოისურენი - სასამართლოს გადაწყვეტილებით დააპატიმრეს და ციხეში გადაიყვანეს.
ამასთან, ფიქრეთ ორმანს, ბურაქ ელმასს, გიუზიდე დურანსა და დიდემ სოიდანს, ასევე სხვა 9 ეჭვმიტანილს, პირობითი სასჯელი განუსაზღვრა, ხოლო ერთი ეჭვმიტანილი პროკურატურამ გაათავისუფლა.
იმედი
წყარო: imedinews.ge