
აშშ-ში გამოძიებას ითხოვენ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობა ფარულ გეგმაზე მუშაობდა, რომ ამერიკის 2024 წლის არჩევნებში ბაიდენის საარჩევნო კამპანია ასობით მილიონი დოლარით დაეფინანსებინა
ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის მთავრობა USAID-ის დახმარებით, ფარულ გეგმაზე მუშაობდა, რომ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანია ასობით მილიონი დოლარით დაეფინანსებინა, ამერიკელი კანონმდებლები გამოეხმაურნენ.
სენატორ რენდ პოლის თქმით, ახალი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის მიერ კიევისთვის განკუთვნილი ასობით მილიონი დოლარის ბაიდენის მხარდასაჭერად გადამისამართება იგეგმებოდა. სენატორი აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთი მიზეზია რის გამოც, უკრაინისთვის მილიარდები არასოდეს უნდა გაეგზავნათ.
„ახალი დოკუმენტები აჩვენებს, რომ უკრაინელი ჩინოვნიკები სუფთა ენერგიის განვითარებისთვის განკუთვნილი ასობით მილიონი დოლარის გადამისამართებას ბაიდენის 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიაზე გეგმავდნენ. არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამაზე გამოძიება ჩაატარა, არ არსებობს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რატომ არ უნდა გაგვეგზავნა მილიარდები უკრაინაში“, - წერს პოლი სოციალურ ქსელ X-ში.
საქმის დეტალების მოკვლევას ითხოვს კონგრესმენი ტიმ ბერშეტიც. ამერიკის პრეზიდენტის ვაჟი, დონალდ ტრამპ უმცროსი კი ამბობს, რომ ეს უკრაინული თაღლითობის მორიგი მაგალითია.
იმედი
წყარო: imedinews.ge