
Reuters: აშშ-ს მხოლოდ იმის დაზუსტებით თქმა შეუძლია, რომ ირანის სარაკეტო არსენალის დაახლოებით მესამედი გაანადგურა
აშშ-ს მხოლოდ იმის დაზუსტებით თქმა შეუძლია, რომ ირანის სარაკეტო არსენალის დაახლოებით მესამედი გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ამერიკულ დაზვერვასთან დაახლოებულ ხუთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიდევ ერთი მესამედის სტატუსი ნაკლებად გარკვეულია, თუმცა დაბომბვებმა, სავარაუდოდ, დააზიანა, გაანადგურა ან მიწისქვეშა გვირაბებსა და ბუნკერებში მოიყოლა ეს რაკეტები - აცხადებს ოთხი წყარო. ინფორმაციის სენსიტიური ხასიათიდან გამომდინარე, წყაროებმა ანონიმურობის პირობით ისაუბრეს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, დაზვერვის მონაცემები ირანის დრონების შესაძლებლობების შესახებაც ანალოგიურია. მისი თქმით, არსებობს გარკვეული ხარისხის რწმუნებულება იმისა, რომ მათი დაახლოებით მესამედი განადგურებულია.
შეფასება, რომელიც აქამდე არ გამოქვეყნებულა, აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანის რაკეტების უმეტესობა ან განადგურებულია, ან მიუწვდომელი, თეირანს კვლავ გააჩნია მნიშვნელოვანი სარაკეტო მარაგი და შესაძლოა შეძლოს ზოგიერთი ჩამარხული ან დაზიანებული რაკეტის აღდგენა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ.
დაზვერვის ეს მონაცემები ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხუთშაბათის საჯარო განცხადებას, თითქოს ირანს „ძალიან ცოტა რაკეტაღა დარჩა“.
იმედი
წყარო: imedinews.ge