
სტივ უიტკოფის განცხადებით, ირანელებთან შეხვედრა, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაიმართოს
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაიმართოს.
„ვფიქრობთ, რომ შეხვედრები [ირანელებთან] მიმდინარე კვირას გაიმართება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის იმედი გვაქვს“, - განაცხადა უიტკოფმა.
მისი თქმით, ახლა ჰორმუზის სრუტის გავლით გემები მოძრაობენ, მიუხედავად იმისა, რომ ის ირანის მიერ ფაქტობრივად ბლოკირებული იყო.
„ეს ძალიან კარგი ნიშანია“, - დასძინა დონალდ ტრამპის სცეპწარმომადგენელმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge