
CBS News: 10 ამერიკელი დაშავდა საუდის არაბეთის ავიაბაზაზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, საუდის არაბეთში მდებარე პრინც სულთანის ავიაბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ათი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
CBS News-ის წყაროების ინფორმაციით, თავდასხმა ირანული რაკეტებითა და დრონებით განხორციელდა.
როგორც წყაროები აცხადებენ, ორი ამერიკელის მდგომარეობა ძალზედ მძიმეა, ხოლო რვა სერიოზულად დაშავდა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge