
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მათ დუბაიში ამერიკელ სამხედროებზე იერიში მიიტანეს
იმედი|imedinews.ge
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლის, ებრაჰიმ ზოლფაღარის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დუბაიში ორი ადგილი დაბომბა, სადაც ამერიკელი სამხედროები იმალებოდნენ.
„ირანულმა ძალებმა დუბაიში რაკეტებითა და დრონებით დაარტყეს ორ ადგილს, სადაც 500-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი იმალებოდა. მათ დიდი დანაკარგი განიცადეს“, - აღნიშნა ზოლფაღარიმ.
მისი განცხადებით, ირანულ მხარეს მანამდე არაერთხელ უთქვამს, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა რეგიონში მდებარე სამხედრო ბაზები მიატოვეს და თავს სხვა ადგილებს აფარებდნენ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge