ზელენსკი: უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემასაც უნდა მოიცავდეს

ზელენსკი: უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემასაც უნდა მოიცავდეს

იმედი|imedinews.ge

უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემასაც უნდა მოიცავდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტია შეიძლება იყოს მხოლოდ ნატო ან ბირთვული იარაღი, თუმცა ეს საკითხი ჯერჯერობით არავის არ დაუყენებია.

„ყველა ამბობს, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა. თქვენი, აზრით, რა სახის უსაფრთხოების გარანტია უნდა მისცენ მაშინ უკრაინას? - ნატო? ბირთვული იარაღი? მაშინ ჩვენ გვჭირდება, რომ გვეუბნებოდნენ, „გექნებათ ნატო, გექნებათ ბირთვული იარაღი“. მაფრამ ეს საკითხი ჯერჯერობით, არავის დაუყენებია", - განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია