
რატი იონათამიშვილი: „იუნისეფის“ კვლევით ბავშვთა სიღარიბე თუ 2012 წელს 30%-ს შეადგენდა, ახლა მათივე კვლევაში არის 12%-ამდე - ხელისუფლების ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა სიღარიბის საბოლოოდ დამარცხებაა
„იუნისეფის“ კვლევით ბავშვთა სიღარიბე თუ 2012 წელს შეადგენდა 30%-ს, ახლა მათივე კვლევაში არის 12%-ამდე. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეც არაზუსტია და დაახლოებით 9% -ია დღეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა სიღარიბის საბოლოოდ დამარცხებაა.
„2012 წლამდე საქართველოში საბავშვო ბაღები ფასიანი იყო, მშობელს არ შეეძლო, შვილი საბავშვო ბაღში ფულის გადახდის გარეშე მიეყვანა. ასევე ფასიანი იყო სასკოლო სახელმძღვანელოები, ამ გადაწყვეტილებებით დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ გაძლიერება.
ასევე, მინდა სტატისტიკის რამდენიმე მაგალითი მოვუყვანო საზოგადოებას. ეს არის „იფსოსის“ კვლევის ლგბტ ადამიანების სტატისტიკა, სხვადასხვა თაობაში როგორ ხდება რიცხოვნების და პროცენტულობის გაზრდა. მილენიანებში 10% იყო, Gen Z-ის თაობაში ეს ყველაფერი 25%-ამდე ავიდა, ალფას თაობაზე ამის კვლევები არ არის, მაგრამ არსებობს პროგნოზები, რომელიც 40%-ამდე ადის ეს არის სტატისტიკა და ეს არის რეალობა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge