მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. WP: პენტაგონი ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება
WP: პენტაგონი ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება

WP: პენტაგონი ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება

იმედი|imedinews.ge

პენტაგონი ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციების ჩასატარებლად ემზადება, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. ინფორმაციას The Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, საუბარი არ არის სრულმასშტაბიან ომსა და ირანში შეჭრაზე. გეგმა სპეცრაზმისა და ქვეითი ნაწილების წერტილოვან იერიშებსა და რეიდებს ითვალისწინებს. პენტაგონში აღნიშნავენ, რომ ეს სცენარები თეთრ სახლში უკვე კვირებია მუშავდება. ასევე, ხაზს უსვამენ, რომ ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი ამერიკელი სამხედროებისთვის უდიდეს რისკებთანაა დაკავშირებული, რაშიც იგულისხმება ირანული დრონები, რაკეტები, საპასუხო ცეცხლი და თვითნაკეთი ბომბები.

WP-ის ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება კუნძულ ხარკის აღება, რომელიც ირანისთვის სპარსეთის ყურეში ნავთობის უმნიშვნელოვანესი ჰაბია. ასევე საუბარია რეიდებზე ჰორმუზის სრუტის სანაპიროებზე, რათა განადგურდეს ის შეიარაღება, რომელიც საერთაშორისო ნაოსნობას საფრთხეს უქმნის. წყაროების პროგნოზით, ამ ამოცანების შესრულებას შესაძლოა რამდენიმე კვირიდან ორ თვემდე დასჭირდეს. ამასთან, ირანში ამერიკელი ჯარისკაცების შეყვანა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, როგორც ამერიკელ კონგრესმენებში, ისე ფართო საზოგადოებაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა ჯო უილსონს მიმართავს: ჯო, ალბათ უნდა შეწყვიტო უცხო ქვეყნის დროშის ტარება და ამერიკელივით მოიქცე

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა ჯო უილსონს მიმართავს: ჯო, ალბათ უნდა შეწყვიტო უცხო ქვეყნის დროშის ტარება და ამერიკელივით მოიქცე

იმედი

აშშ-ში ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის საწინააღმდეგო აქცია „არა მეფეებს“ გაიმართა

აშშ-ში ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის საწინააღმდეგო აქცია „არა მეფეებს“ გაიმართა

იმედი

მეუფე შიო დღეს სიონის ტაძარში წირვას აღასრულებს, შემდეგ კი  კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

მეუფე შიო დღეს სიონის ტაძარში წირვას აღასრულებს, შემდეგ კი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

იმედი

დიანა დევისი და გლებ სმოლკინი მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულში მოხვდნენ⛸️

დიანა დევისი და გლებ სმოლკინი მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულში მოხვდნენ⛸️

იმედი