
აშშ-ში ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის საწინააღმდეგო აქცია „არა მეფეებს“ გაიმართა
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მრავალათასიანი დემონსტრაციები გაიმართა. ეს მოძრაობა „არა მეფეებს“ (No Kings) რიგით მესამე აქციაა.
ორგანიზატორთა თქმით, ისინი აპროტესტებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას, კერძოდ: ომს ირანში, საიმიგრაციო კანონების მკაცრ ფედერალურ აღსრულებასა და ცხოვრების გაზრდილ ხარჯებს.
„ტრამპს ჩვენზე ტირანული მმართველობის დამყარება სურს. თუმცა ეს ამერიკაა და ძალაუფლება ხალხის ხელშია და არა მეფობაზე მეოცნებეებისა თუ მათი მილიარდერი ძმაკაცების“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
თეთრი სახლში კი აღნიშნეს, ეს აქციები მხოლოდ იმ ჟურნალისტებს აინტერესებთ, „ვისაც ამის გაშუქებაში ფულს უხდიან“.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge