
ბალაშ ორბანის განცხადებით, პეტიციას, რომელიც ევროკავშირს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, 1,8 მილიონმა უნგრელმა მოაწერა ხელი
პეტიციას, რომელიც უნგრეთის მთავრობამ იანვარში მოამზადა და მოქალაქეებს ევროკავშირის მიერ უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე უარის თქმისკენ მოუწოდა, 1,8 მილიონმა უნგრელმა მოაწერა ხელი, - ინფორმაცია სოციალურ ქსელში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბალაშ ორბანმა გაავრცელა.
უნგრეთის მთავრობის მიერ მომზადებულ პეტიციაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წინ გაწვდილი ხელითაა გამოსახული, მის გვერდით არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და „ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერი მანფრედ ვებერი. პეტიცია ამომრჩევლებს სამი პუნქტის მონიშვნას სთავაზობს: მე ვამბობ არა-ს რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ დაფინანსებაზე; მე ვამბობ არა-ს მომდევნო ათი წლის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფოს ფუნქციონირების ხარჯების გადახდაზე; მე ვამბობ არა-ს ომის გამო კომუნალური გადასახადების გაზრდაზე.
იმედი
წყარო: imedinews.ge