
მეუფე დიმიტრი პატრიარქზე: ის იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა
საზომი ურთიერთობის, ღირსების, სიყვარულისა და თავდადებისა - ასე მოიხსენია ილია მეორის მოღვაწეობა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა. როგორც მეუფე დიმიტრიმ ქადაგებისას აღნიშნა, პატრიარქი უამრავი ადამიანის ოჯახის წევრიც იყო და ამიტომაც იყო სიხარულნარევი გლოვა ქვეყანაში.
„ვხედავდი ამდენ აცრემლებულ, ატირებულ, მგლოვიარე ადამიანს და საოცარი გრძნობა მეგულებოდა - გრძნობა იმისა, რომ ის, ვისაც განიცდი, ვისაც მთელი ცხოვრება თვლიდი შენი ოჯახის წევრად, ის მარტო შენი არ ყოფილა. ის არის უამრავი ადამიანის ოჯახის წევრიც და ეს იყო უდიდესი სიხარულნარევი გლოვა, უდიდესი განცდა ამ ადამიანისა, რომელსაც როგორც კი თვალი გავახილე, მთელი ცხოვრება, ვუყურებდი. მთელი ცხოვრება ეს იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა“, - განაცხადა მეუფემ.
საქართველომ 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge