
რომის პაპი: ღმერთი არ იღებს იმ ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს იწყებენ და რომელთა „ხელებიც სისხლიანია“
ღმერთი არ იღებს იმ ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს იწყებენ და რომელთა „ხელებიც სისხლიანია“ ,- განაცხადა რომის პაპმა ლეო მე-14 საკვირაო ქადაგებისას.
ბზობის დღესასწაულზე, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ათიათასობით ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლისას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ისიც აღნიშნა, რომ იესოს გამოყენება ნებისმიერი ომის გასამართლებლად დაუშვებელია. პონტიფიკოსმა ირანში მიმდინარე საომარ მოქმედებებს საშინელი უწოდა.
„მაცხოვარი არ იარაღდებოდა, არც თავს იცავდა და არც ომში იბრძოდა. მან გამოავლინა ღვთის კეთილი სახე, რომელიც ძალადობას ყოველთვის უარყოფს. თავის გადარჩენის ნაცვლად ნება დართო ჯვარზე გაეკრათ. ძმებო და დებო, ეს არის ჩვენი ღმერთი, იესო - მშვიდობის მეფე, რომელიც უარყოფს ომს და რომელსაც ომის გასამართლებლად ვერავინ გამოიყენებს. ის არ შეისმენს ომის მწარმოებელთა ლოცვებს. ის უარყოფს მათ და ეუბნება, რაც უნდა ბევრი ილოცოთ მე არ მოგისმენთ, რამეთუ თქვენი ხელები სისხლშია გასვრილი",- აღნიშნა ლეო მე-14-მ.
იმედი
წყარო: imedinews.ge