
წმინდა სამებამ თბილისში დაიდგა თავისი ტახტი - ქართველი ერის, ერთიანობის, სულიერი ძლიერების სიმბოლო. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
წმინდა სამებამ თბილისში დაიდგა თავისი ტახტი, არ მგონია, რომ მსოფლიოში იყოს ასეთი ლამაზი წმინდა სამების ტაძარი, - ეს პატრიარქის სიტყვებია.
უწმინდესი თავად იყო საუკუნის მშენებლობის იდეის ავტორი.
იდეის განახორციელება 90-იან წლებში შეუძლებელი ჩანდა, თუმცა ერმა და ბერმა იგი ერთსულოვნებით შეძლო.
ისინი, ვინც ქართულ სახელმწიფოს და ეროვნულ იდენტობას ომს უცხადებენ, თავიდანვე ებრძოდნენ სამების ტაძარს, ებრძოდნენ უწმინდესს, აღმშენებლებს, ხატმწერებს და შემწირველებს. საარქივო მასალები გამოგვადგება იმის საილუსტრაციოდ, თუ რა ძალა აქვს ერთობას და ერთ თეთრსაც კი.
„იმედის კვირა“ გაჩვენებთ უნიკალურ კადრებს და საარქივო მასალას, რომელიც ფართო საზოგადოებას ჯერ არ უნახავს.
ქართველი ერის, ერთიანობის, სულიერი ძლიერების სიმბოლო და სიძულვილის ნანგრევებში მოყოლილები - ნახეთ შორენა ხვიჩიას სპეციალური რეპორტაჟი.
იმედი
წყარო: imedinews.ge