
პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჰორმუზის სრუტის გახსნის გზები განიხილეს
იმედი|imedinews.ge
პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისლამაბადში გამართულ შეხვედრაზე ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებული წინადადებები განიხილეს. ერთ-ერთი მათგანი - ეგვიპტის ინიციატივა სუეცის არხის მსგავსი სატარიფო სისტემის შემოღების შესახებ, ვაშინგტონს უკვე გადაეგზავნა.
Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ თურქეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი სრუტეში გადაზიდვების მართვისთვის საერთო კონსორციუმის შექმნას განიხილავენ და მასში მონაწილეობას პაკისტანსაც სთავაზობენ, თუმცა წყარო აღნიშნავს, რომ ისლამაბადს ფორმალური მოწვევა არ მიუღია და გაწევრებას არ აპირებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge