
ტრამპი დარწმუნებულია, რომ ირანში „რეჟიმი უკვე შეიცვალა“
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ირანში „რეჟიმის შეცვლა“ უკვე მოხდა. ამასთანავე, მისი აზრით, ადამიანები, რომლებთანაც აშშ-ს ახლა აქვს საქმე, „ძალიან პროფესიონალები“ არიან.
ამ თემაზე ტრამპმა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში რეჟიმი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ომის დასაწყისში და შემდგომი დარტყმების შედეგად აიათოლა ალი ხამენეი და მრავალი სხვა მაღალჩინოსანი დაიღუპა.
„ადამიანები, რომლებთანაც საქმე გვაქვს, სულ სხვა ჯგუფია... [ისინი] ძალიან პროფესიონალები არიან“, - მიიჩნევს ამერიკის პრეზიდენტი.
ტრამპმა ასევე გაიმეორა, რომ მოჯთაბა ხამენეი, ხამენეის შვილი და ირანის ახალი უზენაესი ლიდერი შესაძლოა გარდაცვლილია ან მძიმედ არის დაჭრილი.
„შვილი ან მკვდარია, ან ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მის შესახებ საერთოდ არაფერი გვსმენია. ის გაუჩინარდა“, - დასძინა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge