მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოფელ არაშენდა, ნანიანის, ზემო კაჭრეთისა და კაჭრეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
სოფელ არაშენდა, ნანიანის, ზემო კაჭრეთისა და კაჭრეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

სოფელ არაშენდა, ნანიანის, ზემო კაჭრეთისა და კაჭრეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სოფელ არაშენდა, ნანიანის, ზემო კაჭრეთისა და კაჭრეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.სკოლის მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს გარემოსდაცვით საკითხებზე, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ლექცია-სემინარი ნარჩენების მართვისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებზე; მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია გარემოსდაცვით და აგრარულ სფეროებში არსებულ დეფიციტურ პროფესიებზე და ცენტრის ფარგლებში მიმდინარე თემატურ კონკურსზე.

„ჩვენი მიზანია, გარემოსდაცვით და აგრარულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი ყველა ბავშვისთვის, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. სწორედ ამიტომ, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება და ეტაპობრივად მოვიცავთ ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელს, განსაკუთრებით მოწყვლად თემებს, რათა თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს განვითარების და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების რეალური შესაძლებლობა“, - განაცხადა თამთა დევდარიანმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები უკვე ჩატარდა დაახლოებით 80-მდე სკოლაში და პროცესი აქტიურად გრძელდება ქვეყნის მასშტაბით.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Moody's ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, რომლებიც, საგარეო შოკების მიუხედავად, ძლიერი რჩება

ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Moody's ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, რომლებიც, საგარეო შოკების მიუხედავად, ძლიერი რჩება

იმედი

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „ახალ და უფრო გონიერ რეჟიმთან“ სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „ახალ და უფრო გონიერ რეჟიმთან“ სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს

იმედი

დიასპორის კომიტეტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

დიასპორის კომიტეტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

იმედი

თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

იმედი