თეირანმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების სარდლის დაღუპვა დაადასტურა

თეირანმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების სარდლის დაღუპვა დაადასტურა

იმედი|imedinews.ge

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ თავისი საზღვაო ძალების სარდლის, ალირეზა ტანგსირის დაღუპვა ოფიციალურად აღიარა. ისრაელმა ამ მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 4 დღის წინა გაავრცელა.

„გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებულ სააგენტო Tasnim-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტანგსირი კუნძულებისა და სანაპიროების თავდაცვითი ფარის გაძლიერებას აორგანიზებდა და „მიყენებული ჭრილობების სიმძიმის გამო“ გარდაიცვალა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებმა“ სარდლის გარეშეც განახორციელეს „გამანადგურებელი დარტყმები და განაგრძეს გადამწყვეტი კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე“.

„გუშაგთა კორპუსმა“ განცხადებაში პირობა დადო, რომ „არ მოისვენებს მანამ, სანამ მტერი ბოლომდე არ განადგურდება“.

ტანგსირი, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის სარდალი, სტრატეგიულ ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების ზედამხედველობას ბოლო პერიოდში პირადად ხელმძღვანელობდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია