
ირანში აცხადებენ, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები არ გაუმართავთ
იმედი|imedinews.ge
ირანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები არ უწარმოებია, - ამტკიცებს ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი. ვაშინგტონთან მოლაპარაკებები „არ ყოფილა და არც მიმდინარეობს“, - იტყობინება სააგენტო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ენერგეტიკაზე დარტყმები მხოლოდ იმიტომ გადადო, რომ თეირანის მხრიდან „სამხედრო მუქარისა“ და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შეეშინდა.
„ირანის ხელისუფლება იღებდა „შეტყობინებებს შუამავლებისგან“, თუმცა მოლაპარაკებებში არ ჩართულა, - ამტკიცებს Tasnim-ი.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები 5 დღით, თეირანთან მოლაპარაკებების შემდეგ გადადო.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge