„მე და აიათოლა გავაკონტროლებთ“ - ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე ძალიან მალე გაიხსნება და მას აშშ და ირანი ერთობლივად გააკონტროლებენ

„მე და აიათოლა გავაკონტროლებთ“ - ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე ძალიან მალე გაიხსნება და მას აშშ და ირანი ერთობლივად გააკონტროლებენ

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „ძალიან მალე გაიხსნება“ და დასძინა, რომ ისურვებდა ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის ხილვას აშშ-ისა და ირანის ერთობლივი კონტროლის ქვეშ.

CNN-ის დაჟინებულ კითხვაზე, თუ „როდის უნდა ველოდოთ სრუტის გახსნას“, ტრამპმა უპასუხა: „ეს ძალიან მალე მოხდება“, თუკი ირანთან მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გაგრძელდება.

„ის ერთობლივი კონტროლის ქვეშ იქნება“, - დასძინა მან. „მე და აიათოლა - ვინც არ უნდა იყოს ეს აიათოლა, ვინც არ უნდა იყოს შემდეგი აიათოლა“.

„ასევე მოხდება რეჟიმის ცვლილების ძალიან სერიოზული ფორმა“, - განაცხადა ტრამპმა და მიუთითა კონფლიქტის ადრეულ საათებში განხორციელებულ დარტყმებზე, რომლებმაც ირანის ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი იმსხვერპლა. „რეჟიმის ცვლილება ავტომატურად ხდება“, - თქვა მან, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ გასულ უქმეებზე გამართულმა მოლაპარაკებებმა კონფლიქტის დასრულების იმედი გააჩინა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია