
ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების ძირითადი პუნქტები მიღწეულია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან არსებობს „შეთანხმების ძირითადი პუნქტები“.
ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა შეთანხმების 15 პუნქტს მიაღწიეს, თუმცა მან მხოლოდ ერთი დააკონკრეტა - ირანელებმა აიღეს ვალდებულება, რომ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მან ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოხატა.
„მოლაპარაკებებმა, ვიტყოდი, იდეალურად ჩაიარა“, - დასძინა მან და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ინიციატორი ირანი იყო. „ვიტყოდი, რომ თუ ისინი ამას ბოლომდე მიჰყვებიან, ეს დაასრულებს იმ პრობლემას, იმ კონფლიქტს და ვფიქრობ, ეს ძალიან, ძალიან არსებითად დაასრულებს მას“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მონაწილეობა მიიღეს მოლაპარაკებებში, თუმცა ის საკმაოდ ბუნდოვანი იყო იმის თაობაზე, თუ ვის ესაუბრებოდა აშშ ირანში.
„მათ ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა. ჩვენც გვსურს შეთანხმება“, - განაცხადა ტრამპმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge