მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ჯორჯია მელონიმ წააგო რეფერენდუმი მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ
POLITICO: ჯორჯია მელონიმ წააგო რეფერენდუმი მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ

POLITICO: ჯორჯია მელონიმ წააგო რეფერენდუმი მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ

იმედი|imedinews.ge

ოფიციალური შედეგების თანახმად, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ წააგო რეფერენდუმი მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

თითქმის ყველა ხმის დათვლის შემდეგ, ამომრჩეველთა დაახლოებით 53.7-მა პროცენტმა მხარი არ დაუჭირა მელონის მიერ შემოთავაზებულ რეფორმებს, ხოლო 46.26-მა პროცენტმა მათ მხარი დაუჭირა.

„იტალიელებმა გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ კი ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ გზას - როგორც ყოველთვის - პასუხისმგებლობით, შემართებით და იტალიელი ხალხისა და იტალიისადმი პატივისცემით“, - აღნიშნა იტალიის მთავრობის მეთაურმა.

რეფერენდუმში მარცხი, სავარაუდოდ, შეასუსტებს მემარჯვენე პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ პოზიციებს, რაც ყველაზე კრიტიკული იქნება მომავალი წლის საყოველთაო არჩევნების წინ.

ამომრჩევლებს სთხოვდნენ, მხარი დაეჭირათ ცვლილებებისთვის, რომლებიც ეხება მოსამართლეებისა და პროკურორების მართვისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს, მათ შორის მათი კარიერული გზების გამიჯვნასა და საზედამხედველო ორგანოების რეფორმირებას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნეთანიაჰუ: ისრაელი ნებისმიერ სიტუაციაში დაიცავს თავის სასიცოცხლო ინტერესებს

ნეთანიაჰუ: ისრაელი ნებისმიერ სიტუაციაში დაიცავს თავის სასიცოცხლო ინტერესებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: სუვერენიტეტი არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს

მაკა ბოჭორიშვილი: სუვერენიტეტი არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს

იმედი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილესთან ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილესთან ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა

იმედი

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: უკანასკნელად უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში 23 ნოემბერს მობრძანდა. როდესაც ტაძრიდან მიბრძანდებოდა, დაცვას უბრძანა: „კარი გააღეთ, ხალხმა დამინახოსო“. ვიდეო

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: უკანასკნელად უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში 23 ნოემბერს მობრძანდა. როდესაც ტაძრიდან მიბრძანდებოდა, დაცვას უბრძანა: „კარი გააღეთ, ხალხმა დამინახოსო“. ვიდეო

იმედი