
აშშ-ის სენატმა შიდა უსაფრთხოების მდივნად მარკუეინ მალინი დაამტკიცა
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის კონგრესის სენატმა ხმათა უმრავლესობით ქვეყნის შიდა უსაფრთხოების მდივნად სენატორი მარკუეინ მალინი დაამტკიცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მალინის კანდიდატურას 54-მა სენატორმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 45 კანონმდებელი იყო. ფიცის დადების დროს მალინმა განაცხადა, რომ ის იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საიმიგრაციო კანონმდებლობის დაცვა, საზღვრების დაცვა და აეროპორტების უსაფრთხოება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მალინი შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე 5 მარტს წარადგინა, მანამდე მან ამ პოსტიდან კრისტი ნოემი მოხსნა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge