
Goldman Sachs-მა აშშ-ის ეკონომიკის რეცესიის ალბათობა 30%-მდე გაზარდა
საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ინფორმაციით, ნავთობსა და გაზზე ფასის მკვეთრმა ზრდამ მომდევნო 12 თვეში აშშ-ის ეკონომიკის რეცესიის ალბათობა 30%-მდე გაზარდა, რაც წინა მაჩვენებელს 5 პროცენტული პუნქტით აღემატება.
ამასთან, Goldman Sachs-ის მთავარი ეკონომისტის, იან ჰაციუსის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოსკენ აშშ-ში უმუშევრობის დონე 4,6%-მდე გაიზრდება. აღნიშნული მაჩვენებელიც არის განპირობებული ენერგომატარებლებზე ფასების ზრდით და ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის გამო მკაცრი ფინანსური პირობების ჩამოყალიბებით.
Goldman Sachs-ი კვლავ იმედოვნებს, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (FED) სექტემბერსა და დეკემბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს შეამცირებს.
ბანკი ასევე პროგნოზირებს, რომ აშშ-ის მშპ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელზე დაბალი ტემპებით გაიზრდება და საშუალოდ წლიურ ზრდას 1,25% - 1,75%-ის ფარგლებში აჩვენებს.
მანამდე, ორშაბათს Goldman Sachs-მა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო ნავთობზე ფასის წლიური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ბანკში ფიქრობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო მსოფლიო ინფლაცია გაიზრდება, ხოლო მშპ-ის წლიური ზრდა 0,4%-ით შემცირდება. უარეს შემთხვევაში კონფლიქტმა, შესაძლოა, მშპ-ზე ორმაგი ან სამმაგი გავლენა მოახდინოს.
იმედი
წყარო: imedinews.ge