დანიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

დანიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

იმედი|imedinews.ge

დანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოკითხვების მიხედვით, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს. მრავალი ადამიანი მიუთითებს იმაზე, რომ მან სოციალური უზრუნველყოფის სკანდინავიური მოდელის ბოლომდე განხორციელება ვერ შეძლო, ხოლო ამომრჩეველთა ნაწილი ამბობს, რომ ისინი მისი თითქმის შვიდწლიანი მმართველობით დაიღალნენ.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბოლო ვადა მიმდინარე წლის ოქტომბერი იყო. 48 წლის ფრედერიქსენმა ის რამდენიმე თვით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოპულარობის ზრდის გამო დანიშნა, რადგან თეთრი სახლის ლიდერ არაერთხელ გამოუთქვამს პრეტენზია გრენლანდიის კუნძულზე.

მიუხედავად ამისა, ფრედერიქსენი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, რომ მისი ლიდერის თვისებები ექვს მილიონიან ქვეყანას ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგებასა და უკრაინის საკითხის მოგვარებაში დაეხმარება.

გამოკითხვის მიხედვით, ფრედერიქსენის მემარცხენე ცენტრისტულ ბლოკს 179-ადგილიან პარლამენტში მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 90 მანდატის მოპოვება გაუჭირდება. მოსალოდნელია, რომ მოქმედი პრემიერის პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში 85 მანდატი მოიპოვოს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია