ევროკავშირის მთავარი პროკურორის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლის მთავარი გამოწვევა არის პოლიტიკა და არა თავად დანაშაული

ევროკავშირის მთავარი პროკურორის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლის მთავარი გამოწვევა არის პოლიტიკა და არა თავად დანაშაული

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის მთავარმა პროკურორმა, ლაურა კოვეშიმ გამოცემა Euractiv-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებისას მთავარ გამოწვევას პოლიტიკა და არა თავად დანაშაული წარმოადგენს.

მისი თქმით, მთავარი დაბრკოლება არის ევროკავშირში მოქმედი ბიუროკრატია, რომელიც თაღლითობისა და სხვა კორუფციული საქმეების გამოძიებას აფერხებს.

როგორც კოვეშიმ აღნიშნა, 2021 წლიდან დღემდე მისმა ოფისმა 3 600 საქმეზე მეტი აღძრა და 1 მილიარდ ევროზე მეტი გაყინა. თუმცა, როგორც ის აცხადებს, ევროკომისიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მას ურჩია კორუფციული და თაღლითური საქმეების მასშტაბების შესახებ განცხადებები შეერბილებინა, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია.

„ევროკავშირის ფულის დაცვის საქმეში ყველაზე დიდ დაბრკოლებას ქმნიან არა ბოროტმოქმედები, რომლებიც თანხების მოპარვას ცდილობენ, არამედ ბლოკის ინსტიტუციური სისტემები, რომლებიც კონტროლს ძალიან რთულს ხდიან“, - ამბობს იგი.

„არსებობს მრავალი ორგანო უწყება, სააგენტო, რომლებმაც უნდა აღკვეთონ თაღლითობა, აწარმოონ აუდიტი, აკეთონ ანგარიშები. მაგრამ ერთხელაც ხვდები, რომ სინამდვილეში არავინ არაფერს აკეთებს, რაც ევალება“, - დასძინა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია