მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალციხეში, ბექა ჯაყელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

ფონდის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით უნდა შეიქმნას სივრცე, რომელიც გააერთიანებს დასასვენებელ, სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილ და სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ სივრცეებს.

„პროექტი უნდა მოიცავდეს ტერიტორიაზე სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის სათამაშო ზონების, სპორტული, სავარჯიშო სივრცეებისა და ღია მოედნების შექმნას, ასევე, საფეხმავლო, სარბენი და ველობილიკების ქსელის მოწყობას.

საკონკურსო პირობების თანახმად, პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს პერგოლების, ნავების სადგომის, კომერციული და მომსახურების მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ვიდეო-მეთვალყურეობისა და ღამის განათების სისტემებით ტერიტორიის აღჭურვას.

პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, ასევე, თანამედროვე სარწყავი სისტემა, ელექტრომომარაგების ქსელი, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურა.

გარდა ამისა, პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიის ადგილობრივი მცენარეებით გამწვანებას, რათა შენარჩუნდეს ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი ეკოსისტემა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თენგიზ შარმანაშვილი: სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს, ხანდახან 50 კაცის მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას

თენგიზ შარმანაშვილი: სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს, ხანდახან 50 კაცის მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას

იმედი

ლეილა კოლომიკოვი: ქართველმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე ამაყად გააცილა საქართველოს სიყვარულში დამაშვრალი თავისი პატრიარქი

ლეილა კოლომიკოვი: ქართველმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე ამაყად გააცილა საქართველოს სიყვარულში დამაშვრალი თავისი პატრიარქი

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: ვიდრე განაჩენი დადგებოდა, ხოშტარიას გირაო შესთავაზეს, მაგრამ თავი ჟანა დ'არკად წარმოგვიდგინა, როცა რაღაცას აკეთებს, თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და ოთხი შვილის დედაა

თენგიზ შარმანაშვილი: ვიდრე განაჩენი დადგებოდა, ხოშტარიას გირაო შესთავაზეს, მაგრამ თავი ჟანა დ'არკად წარმოგვიდგინა, როცა რაღაცას აკეთებს, თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და ოთხი შვილის დედაა

იმედი

გია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას თუ მისი იდეის გამზიარებელ სხვა პოლიტიკურ ფიგურებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, საქართველოში ის ხელისუფლება მოვიდეს, რომელსაც მხარს კონკრეტული ქვეყნების ჯგუფი უჭერს

გია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას თუ მისი იდეის გამზიარებელ სხვა პოლიტიკურ ფიგურებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, საქართველოში ის ხელისუფლება მოვიდეს, რომელსაც მხარს კონკრეტული ქვეყნების ჯგუფი უჭერს

იმედი